საქართველოს მთავრობა - ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები

შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

>>>

თბილისის მერია - კოსტავას ქუჩის ნაწილს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

>>>

მარტის შემდეგ ევროპაში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის მანძილზე ევროპაში - იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით, მარტის შემდეგ, ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა.

>>>

ჩინეთს არ აქვს ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ჩინეთს არ აქვს ინფორმაცია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გენგ შუანგმა “როიტერსის“ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, როცა გავლენიანმა მედიასაშუალებამ გასულ კვირას დაწერა, რომ პეკინმა ფხენიანში სამედიცინო ჯგუფი გაგზავნა.

>>>

ლევან გოფოძე - რაც უფრო მეტად მოხერხდება კლასტერების კონტროლი, მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, თუ ქვეყანას აქვს რესურსი, ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოხერხდება საზოგადოების ამა თუ იმ ფენის (კლასტერების )კონტროლი მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება.

>>>

ზურაბ ჯაფარიძის აქცია პრეზიდენტის რეზიდენციის წინ

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის რეზიდენციის წინ საგანმანათლებლო აქცია გამართა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და ახლა სახლში შიმშილობენ.

საგანმანათლებლო აქციის დროს ჯაფარიძეს ხელში ეჭირა მუყაოს ნაჭერი, წარწერით: "6 დღე არ ვჭამ".

ირაკლი ჩიქოვანი - არ გამოვრიცხავთ,რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა თანმიმდევრული იყო და მას რამდენიმე ეტაპი აქვს, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

>>>

ლევან დავითაშვილი - სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად განახლდება

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად აღდგება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

სამართალდამცველებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრობა მოვაჭრეებს დაატოვებინეს

დღეს, ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან, მოვაჭრეებსა და ბაზრის დირექციას შორის  კონფლიქტი მოხდა. მოვაჭრეების თქმით, პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, დილით ბაზრობის კარები დაკეტილი დახვდათ და მათ მუშაობის საშუალება არ მიეცათ. მოვაჭრეებმა შესვლა მაინც მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მათ ტერიტორია დაატოვებინეს.

>>>

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურმა მონაცემმა 3 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურმა მონაცემმა 3 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გლობალურად 3003352 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 207000-ს აღემატება.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?