ირაკლი ღარიბაშვილი: ვალერი თელიას ნარკოტესტზე შემოწმება ჩატარებული აქვს

აჭარის შს სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას, ისე როგორც მისი უწყების
სხვა ყველა თანამშრომელს, ნარკოტესტზე შემოწმება ჩატარებული აქვს. ამის
შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის
შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის ცნობით, მისი ხელმძღვანელობით უწყების ყველა
თანამშრომელმა ნარკოტესტზე შემოწმება მისი შინაგან საქმეთა მინისტრად
დანიშვნისთანავე ჩაიტარა.
"მე არ ვიცი, რატომ ითხოვენ ჩემი თანამშრომლის ნარკოტესტზე შემოწმებას.
როგორ მოგეწონებათ, მე რომ საია-ს თანამშრომლების ნარკოლოგიური
შემოწმება მოვითხოვო. ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ მე ვიყავი
ინიციატორი, წავედი და პირველმა ჩავაბარე ნარკოტესტი. იგივე გააკეთა უწყების
ყველა თანამშრომელმა, მათ შორის - ვალერიან თელიამ. ასე რომ, მის მიმართ
ატეხილი ამბავი არის ძალიან სასაცილო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, შს მინისტრი სამარცხვინოს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას,
თითქოს ვალერი თელია საავადმყოფოში ნარკოტიკების მიღების გამო მოხვდა.
"მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. სამარცხვინოა გუშინ გავრცელებული
ინფორმაცია, რომ ნარკოტიკები მოიხმარა და ამის გამო მოხვდა იქ. მე
შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანს 24 საათი აქვს გასწორებული ძალიან მალე
გამოვა კლინიკიდან და გააგრძელებს მუშაობას. ის რომ აჭარაში სიტუაცია არის
სტაბილური, არის მისი დამსახურება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პოლიციელისადმი
მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა არის დასჯადი.
"მეც არ მომეწონა, რაც მოხდა, მაგრამ ის არის ადამიანი, ამასთან ის ატარებს
პოლიციელის მუნდირს. ცალკე საკითხია, უნდა მომხდარიყო თუ არა ეს, მაგრამ
რა ამბავიც ატეხეს, ეს არის სასაცილო და ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი", - აღნიშნა
შს მინისტრმა და იქვე არასწორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს
თელია თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხვდა გენინსპექციის დასკვნაში დეტალი, რომ
აჭარის პოლიციის მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,
ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
"რატომ უნდა მოხვედრილიყო გენერალური ინსპექციის დასკვნაში, რომ თელიას
მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ის ამის გამო დაისაჯა იმავე დღეს და დაჯარიმდა.
ყველაფრის გამო არ შეიძლება პრობლემა შევქმნათ, მით უმეტეს, როდესაც
ვითარება არის მკვეთრად გაუმჯობესებული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვანო მერაბიშვილი: მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას, თუ გნებავთ ვთხოვ, შეწყდეს ბრძოლა რაბათის წინააღმდეგ

ვანო მერაბიშვილმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში რაბათის ციხის შესახებ
საგანგებო ბრიფინგი გამართა:
"პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დღევანდელმა ხელისუფლებამ
საზოგადოებისთვის გაუგებარი მიზეზების გამო დაიწყო ბრძოლა რაბათის
ციხის წინააღმდეგ, თავდაპირველად 165-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური,
დარჩენილ პერსონალს კი დაუკლეს ხელფასი, დაკითხეს რიგი ადმაიანებისა და
საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს რაბათის ციხის იერსახე,
გამოითქვა პრეტენზიები იმის შესახებ, რომ მთავრობა ციხისთვის ძველი
იერსახის აღსადგენად იბრძვის. ამ თვეების განმავლობაში ეს კომპლექსი იქცა
ახალციხის მოსახლეობისა და ამ რეგიონის ისტორიულ სახედ. მშენებლობის
შემდეგ გაიზარდა ადამიანების მიმოსვლა, მოვუწოდებ ახალ ხელისუფლებას,
თუ გნებავთ ვთხოვ, შეწყდეს ბრძოლა რაბათის წინააღმდეგ", - განაცხადა
მერაბიშვილმა. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება რაბათის ციხის წინააღმდეგ
ბრძოლას არ შეწყვეტს, თავად ჩამოაყალიბებს შესაბამის მოძრაობას და
იბრძოლებს ციხის გადასარჩენად:

კალაძე უარყოფს რომ მის მოადგილედ თურქი ბიზნესმენი ინიშნება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გავრცელებულ
ინფორმაციას, რომ მის მოადგილედ თურქი ბიზნესმენი ინიშნება,
უარყოფს და სისულელეს უწოდებს.
როგორც კალაძემ განaცხადა, ორჰან ბოსკანს საერთოდ არ იცნობს.
თურქული გამოცემა ki კალაძისა და ბოსაკნის ერთად გადაღებულ
ფოტოსაც აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ კალაძის სავარაუდო მოადგილე
თურქი ბიზნესმენი და ინჟინერი, ჰესების მშენებელი ორჰან ბოსკანია,
რომელსაც კახა კალაძესთან მეგობრობა აკავშირებს.

სწრაფი გადახდის კომპანიები სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსებაზე აბონენტებისთვის 4 %-იან საკომისიოს აწესებენ

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სწრაფი გადახდის
აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობების
ცვლილებასთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას საკითხის
შესწავლის შემდეგ გააკეთებს, - ამის შესახებ კომისიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა განცხადა.
მისივე განმარტებით, ცვლილების შესახებ მობილურ ოპერატორებს
კომისიისთვის ჯერ არ უცნობებიათ. SegaxsenebT, სწრაფი გადახდის
აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები
იცვლება. მომხმარებლები დღეიდან თავად გადაიხდიან ბალანსის შევსების
საკომისიოს, რაც 4 %-ს შეადგენს.

"საქართველოს ბანკი" კი მისი ინტერნეტბანკის, მობილ-ბანკის,
ბანკომატებისა და თვითმომსახურების ტერმინალებით - Express Pay
მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს არ ჩამოაჭრის.
სწრაფი გადახდის კომპანიები სატელეფონო მომსახურების
ბალანსის შევსებაზე აბონენტებისთვის 4 %-იანი საკომისიოს
დაწესებას "დანახარჯებს" უკავშირებენ. როგორც "თიბისი
ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა
განაცხადა, მათი სწრაფი გადახდის კომპანიის, "თიბისი ფეის" მიერ
შესაბამისი მომსახურების გაწევა გარკვეულ დანახარჯებთანაა
დაკავშირებული. "თიბისი ფეის" შემთხვევაში საკომისიო 4 %-ით
განისაზღვრება. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოს
გადახდა დღეიდან მობილური კომპანიების ნაცვლად აბონენტებს უწევთ,
კომპანიას მისი შემცირება გაუჭირდება.
სწრაფი გადახდის კიდევ ერთი კომპანიის, "ნოვა ტექნოლოჯის"
განცხადებით, საკომისიოს აბონენტების მიერ გადახდის გადაწყვეტილება,
უშუალოდ მობილურმა კომპანიებმა მიიღეს.

23 აპრილს, თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, აფხაზეთი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული. ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც ამ ფესტივალის ვებ-გვერდზეა მითითებული, აფხაზეთი თავისი დროშით, ცალკეა მითითებული, საქართველო კი ცალკე. თურქეთში ფესტივალი

მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც "ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს,
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.
ცვლილებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საქართველოს
მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის საქართველოს კანონის დარღვევით
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სანქციების ცვლილებას
ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ
შესვლა სისხლის სამართლებრივი დანაშაული აღარ არის. დამრღვევს
პირველ ჯერზე ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.
კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ უმცირესობაში. შოთა მალაშხიას
განცხადებით, კანონის დამრღვევი უნდა დაისაჯოს. მისი შეფასებით,
ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობის

თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, აფხაზეთი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული

23 აპრილს, თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე,
აფხაზეთი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული.
ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც ამ ფესტივალის ვებ-გვერდზეა
მითითებული, აფხაზეთი თავისი დროშით, ცალკეა მითითებული,
საქართველო კი ცალკე.
თურქეთში ფესტივალი ყოველ წელს ტარდება. შარშან იგივე ფესტივალზე
აჭარა ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი. სტამბულის
ქართული კულტურის სახლის და საქართველოს ხსნის საერთაშორისო
კავშირის "ნათლის მხედარის" საპროტესტო წერილი გაგზავნის
შემდეგ ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, ხოლო მცირე ხანში
ფესტივალის ორგანიზატორი მოხსნეს თანამდებობიდან. აღნიშნულ ფაქტს
ოფიციალური სტრუქტურებიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
ფესტივალი საკმაოდ მასშტაბურია და მასში ყოველწლიურად 40 ქვეყანა
მონაწილეობს. მიმდინარე წელს, ფესტივალში 50 ქვეყანა მიიღებს
მონაწილეობას.

"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით იუსტიციის სახლში უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაციები უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. უმრავლესობის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატებ

პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
დღეს ოფიციალურად წარადგინა.
ნაძალადევის რაიონში კოალიციის სახელით კენჭს იყრის თამარ კორძაია, ბაღდათში -
პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში - გიორგი კახიანი.
როგორც ივანიშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, სამივე მათგანი
საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნულ ოლქებში გამარჯვებულების ღირსეული
შემცვლელები არიან.
"თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავთ თამარ კორძაია – აქვს
არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება,
კვალიფიციური და სამართლიანი ადამიანის რეპუტაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია
პარლამენტისთვის. თამარი არის ისეთივე პრინციპული და სამართლიანი, როგორც ამ
ოლქში გამარჯვებული თეა წულუკიანი. ასე რომ, ღირსეული ცვლა მოვუძებნეთ მას.
ბაღდათში კენჭს იყრის პაატა კიკნაველიძე – მას წარჩინებით აქვს დამთავრებული
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აქვს დიდი
გამოცდილება როგორც ადვოკატს. ბაღდათელია და იქაური პრობლემები კარგად
იცის. მინდა ვთქვა, რომ ბაღდათელებსაც ღირსეული შემცვლელი მოვუძებნეთ
არჩილ კბილაშვილის შემდეგ. ვფიქრობ, ბატონი პაატაც საიმედო წევრი იქნება ჩვენი
გუნდის. რაც შეეხება სამტრედიის ოლქს, ჩვენი კანდიდატი იქნება გიორგი კახიანი
– ისიც იურისტია და იურისტებზე არ ვჩერდებდით შემთხვევიით. უსაფაშვილი
ძალიან განიცდის, რომ პარლამენტში სჭირდება კვალიფიციური კადრები. კახიანი
გახლავთ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, აქვს უზენაეს და საკონსტიტუციო
სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. ბოლო წლებში ეწევა სამეცნიერო
საქმიანობას, იქამდე კი იყო სპორტსმენი – რაგბისტი. მოკლედ, სამტრედიელებსაც
მაგრად გაუმართლათ, მაგარი ფეხბურთელი რაგბისტით ჩავანაცვლეთ", - აღნიშნა
ივანიშვილმა.
"ჩვენ გავაკეთეთ უფრო სწორი და დახვეწილი არჩევანი, ვინაიდან ისინი
პროფესიონალი იურისტები არიან", - განმარტა ივანიშვილმა.
შუალედური არჩვენები 27 აპრილს გაიმართება.

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კონსულტციები მიმდინარეობს

"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით
იუსტიციის სახლში უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაციები უკვე ერთი
საათია მიმდინარეობს.
უმრავლესობის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი, დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და
ზვიად ძიძიგური. უმცირესების მხრიდან კი მას მხოლოდ პავლე კუბლაშვილია
მისული. შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა
აქცენტი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ექვსი წევრის არჩევის საკითხზე,
რომელსაც პარლამენტი ირჩევს და აღნიშნა, რომ პარლამეტის რეგლამენტით
დადგინდება, თუ როგორი წესით მიიღებს პარლამეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ამ წესზე, მხარეები პოზიციის შეჯერებას დღევანდელ შეხვედრაზე შეეცდებიან.
შეხდვერაზე პარლამენტის მხრიდან ასარჩევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს
წარმომადგენელზე გაამახვილა ყურადღება პავლე კუბლაშვილმაც, რომელიც კვლავ
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე აპელირებს.
კუბლაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის
საბჭოში ექვსი წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს პარლამენტი აირჩეს ან მაღალი
ქვორუმით, ან დადგინდეს ქვოტები, რათა აღნიშნულ დანიშვნაში უმცირესობასაც
მიეცეს მონაწილეობის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ასევე არსებობს კითხვის
ნიშნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების
ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი და მისგან გამომდინარე
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს მიღებული.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ის, სავარაუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა
აცნობა.
"ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ხვალიდან ძალაში იქნება და პრეზიდენტს აღარ
ექნება არასწორი მექანიზმის გამოყენების ცდუნება. ხელისუფლება უფრო მშვიდ
ვითარებაში შეძლებს მუშაობას და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში
არჩევნების გარეშე ვერავინ ვეღარასდროს შეძლებს შეცვალოს მთავრობა, რომელსაც
ხალხის ნდობა აქვს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მანანა კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოების კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, ვეტოს დავძლევთ

პარლამენტისპირველივიცე-სპიკერიმანანაკობახიძეაცხადებს, რომ "საერთოსასამართლოების" შესახებსაკანონმდებლოპაკეტსპარლამენტიმაინცმიიღებს , ხოლოპრეზიდენტისმხრიდანკანონზევეტოსდადებისშემთხვევაში, ვეტოსდაძლევენ.

როგორცმანანაკობახიძემ "პირველრადიოში" გამართულპრესკონფერენციაზეგანაცხადა, მიხეილსააკაშვილსუჭირსდათმოსსასამართლოხელისუფლებისკონტროლი. მისივეშეფასებით, სასამართლობოლო 9 წლისგანმავლობაში "ნაციონალურიმოძრაობის" ხელისუფლებისდიქტატისქვეშიყო.

კობახიძეგანმარტავს, რომაღნიშნულისაკანონმდებლოპაკეტისსაბოლოომოსმენითდამტკიცებისპროცესის 1 კვირითგადაწევაპრობლემასარშექმნის. მისითქმით, დღევანდელირიგგარეშესხდომაიმწესრიგითჩატარდება, რომელიცპრეზიდენტმასაკუთარიგანკარგულებითგანსაზღვრა, ხოლო "საერთოსასამართლოებისშესახებ" აკანონმდებლოპაკეტსპარლამენტიმესამემოსმენით 3 აპრილისსდომაზედაუბრუნდებადადაამტკიცებსმას.

მანანაკობახიძისგანცხადებით, აღნიშნულისაკანონმდებლოპაკეტიმნიშვნელოვანიაიმთვალსაზრისით, რომაუმჯობესებსსასამართლოხელისუფლებისმდგომარეობას. უზრუნველყოფსმისდამოუკიდებლობასდაპოლიტიკურიგავლენისაგანგათავისუფლებას. მისივეთქმით, პაკეტისმეორემოსმენითმიღებისასმმართველმაგუნდმაგაითვალისწინავენეციისკომისიისრეკომენდაციებისდიდინაწილი, თუმცააქვეკობახიძემდასძინა, რომვენეციისკომისიისდასკვნისსიტყვასიტყვითგადმოტანავერმოხდებოდა, რადგანქართულირეალობაგანსხვავებუილაიმვითარებისგან, რაცსხვაგანვითარებულქვეყნებშიარსებობს.

"ჩვენსმიერმომზადებულისაკანონმდებლოპაკეტიემსახურებასასამართლოხელისუფლებისგაძლიერებასდამისიდამოუკიდებლობისუზრუნველყოფას, თუმცავერვიტყვი, რომესსრულადიქნებაშესრულებული. ვერვიტყვიიმას, რომკოტეკუბლაშვილი, რომელიცსასამართლოსხელმძღვანელობს, "ნაციონალურიმოძრაობის" გავლენისაგანგათავისუფლდება. თუმცა, დრომოიტანსიმას, რომთავისუფალისასამართლოსუფლებასაქართველოშისრულადიქნებადაცული", - აღნიშნამანანაკობახიძემ.

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !