მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი ბიოგრაფია და ქონებრივი დეკლარაცია

Image

დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ მოქმედმა პრემიერმინისტრმა მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

 

 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, როდესაც თანაგუნდელებს პრემიერის კანდიდატურა გააცნო, მხოლოდ სიხარულის ოვაციები მიიღო საპასუხოდ.

 

"ეს არ იყო კომუნისტური ტიპის უმრავლესობა და ოვაციები. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოხდა კანდიდატის დემოკრატიულად შერჩევა. არც ერთი გუნდის წევრს, გარდა სასიამოვნო ოვაციებისა, არაფერი გამოუხატავს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდში აბსოლუტურად დემოკრატიული დამოკიდებულებაა; თუ იქნებოდა განსხვავებული აზრი, ამის გამოთქმის საშუალება ყველას ჰქონდა. გუნდის ერთსულოვნება ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

შსს–ს ოფიციალურ ვებგვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია გამოქვეყნდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, 1982 წ. 28 ივნისს დაიბადა.

 

განათლება: 2005 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, მაგისტრატურა;

 

2002-2004 წწ. - სორბონის უნივერსიტეტი Paris-I, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები. (პარიზი, საფრანგეთი);

 

1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები;

 

პროფესიული გამოცდილება: 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

 

2012 წლის თებერვალი-ოქტომბერი - პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;

 

2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი; 2009-2012 წწ. - შპს "ქართული ოცნების" დირექტორი; 2007-2012 წწ. - სს "ბანკი ქართუ"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

 

2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი; 2005-2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"-ს გამგეობის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი; 2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;

 

2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შ.პ.ს. "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

 

2004-2005 წწ. - შპს "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;

 

2001-2002 წწ. - საქართველოს პარლამენტი, სტაჟიორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

 

ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული.

 

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

დღესვე მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ასევე ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციაც, რომელიც მან 012 წლის 21 დეკემბრს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, იგი მეუღლესთან, ნუნუ თამაზაშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

 

უძრავი ქონება:

 

ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში 3 ბინის მფლობელია. პირველის ბინის ფართობი 121 კვ.მ., მეორე ბინის ფართობი – 170 კვ.მ, ხოლო მესამე ბინის ფართობი– 159 კვ.მ. –ია. გარდა ბინებისა, ირაკლი ღარიბაშვილი ორ არასაცხოვრებელ ფართსაც ფლობს, პირველის ფართობია 38 კვ.მ, ხოლო მეორეს ფართობი- 11 კვ.მ. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ასევე ფლობს 16 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხს. ფასიანი ქაღალდები და მოძრავი ქონება:

 

დეკლარაციის მიხედვით არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, თუმცა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი თავად ფლობს ორ მსუბუქ ავტომობილს: Mercedes Benz, 2009 და Toyota Corolla, 2007–ს.

 

საბანკო ანგარიშები:

 

დეკლარაციის მიხედვით ირაკლი ღარიბაშვილს "ბანკი ქართუს" ოთხ სხვადასხვა ანგარიშზე შემდეგი თანხები ერიცხება: 1 ევრო, 4.72 აშშ დოლარი, 21.72 ლარი და 2838 ლარი, თუმცა დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ნაღდი ფულის სახით ფლობდა 20 000 ლარს.

 

შემოსავლები:

 

შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქველმოქმედო ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე შემოსავლის სახით 75 000 ლარი მიიღო, ხოლო შპს "ქართული ოცნების" დირექტორის თანამდებობაზე შემოსავლის სახით ასევე - 75 000 ლარი.

 

"ბანკი ქართუს" სამეთავალყურეო საბჭოს წევრობისთვის და სან-მარინოს საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენლობისთვის მას გასამრჯელო არ აუღია. დეკლარაციაში მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალია აღნიშნული.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !