შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ანზორ ჩუბინიძე არ იქნება და ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დარჩება.
როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა, შს მინისტრის თანამდებობაზე ჩუბინიძის კანდიდატურა არ განიხილება და ის დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობას გააგრძელებს. პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელის დასახელებისგან დღესაც თავი შეიკავა. აღნიშნული კომენტარი ივანიშვილმა "ექსპოჯორჯიაში" ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, სადაც "რესპუბლიკური პარტიის" ყრილობას ესწრება.