
ამ დროისთვის საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში უკვე დასრულდა კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის პოლიტსაბჭოს აღარა აქვს შეკითხვები პრემიერმინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით და მის კანდიდატურაზე ყველა წევრი ერთსულოვანი იყო.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ არასწორი იქნება პრემიერის კანდიდატურის დასახელება საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციის გარეშე. კონსულტაცია უმრავლესობასთან "ქართული ოცნების" ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ, ის ნახევარ საათს გასტანს, რის შემდეგაც პრემიერმინისტრის ვინაობა გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, ღარიბაშვილის შემცვლელად კი ორი კანდიდატურა სახელდება - შს მინისტრის ახლანდელი მოადგილე ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.