მცირე ზომის სატვირთო გემი "სტელა", რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, ეგეოსის ზღვაში, კუნძულ კარპატოსის მახლობლად ჩაიძირა.გემი სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ ცურავდა. - ინფორმაციას „იტარ-ტასი“ ავრცელებს.
„იტარ-ტასის“ ცნობით, გემზე მყოფი ხუთი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა, დაკარგულია კაპიტანი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა.სატვირთო გემი თურქეთის პორტ ალიაგადან კვიპროსისკენ მიემართებოდა. მის ბორტზე ტვირთი არ იყო. გემიდან წამოსული განგაშის სიგნალის მიღებისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო საბერძნეთის სანაპირო დაცვის შესაბამისი სამსახური, რომელმაც ავარიის რაიონში კუნძულ როდოსიდან ვერტმფრენი და სასაზღვრო კატარღა გაგზავნა.ხუთივე გადარჩენილი ქართველი მეზღვაური ამ დროისთვის როდოსის საავადმყოფოში იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.