
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა და განმარტა, რომ ე.წ. ციხის ბუნტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს:
" წინა ორ საქმეზე, დასაბუთებული განაჩენის შემთხვევაში, არ და ვერ დავიცავდი, შესაბამისად, არც შევიწყალებდი მას. ხოლო რაც შეეხება კანონიერი ქურდების ჩვენებების საფუძველზე, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ გამოტანილ განაჩენს, აქ საქმე არა იმდენად ბაჩო ახალაიას პიროვნებაშია, არამედ ისტორიის, სიმართლის და სამართლიანობის წინაშე, ჩემი ვალია, ხელი მოვაწერო შეწყალების აქტს ამ სამარცხვინო საქმის წარმოებისა და განაჩენის დადგომის შემდეგ;
მოვაწერო არა იმიტომ, რომ საქმე შეეხება ბაჩო ახალაიას (მით უმეტეს, რომ ამ შეწყალებით, პროკურატურის მანიპულაციიების შედეგად, იგი ახლა ვერ გათავისუფლდება), არამედ იმიტომ, რომ არ დავუშვათ პრეცედენტი - „კანონიერმა ქურდმა“ გაასამართლოს და ციხეში ჩასვას მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი.", - წერს პრეზიდენტი სააკაშვილი.