-
2014-01-16 16:32
ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, პატიმართა უმრავლესობა სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის, რიოს გამოც საკმაოდ გაჭირდა მათი მხრიდან ერეკომენდაციის გაცემაზე შეთანხმება.
შეწყალებული პატიმრების სია დღეს საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. გათავისუფლებული მსჯავდებულები ნათლისღების დღესასწაულს უკვე სახლებში შეხვდებიან:
„წინა კომისიის სხდომისგან განსხვავებით, ამ ჯერზე რაოდენობრივადაც უპრეცედენტოდ ბევრი საქმე იყო და შინაარსობრივადაც იყო ძალიან მძიმე საქმეები. ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან გვიჭირდა და 250 საქმიდან მხოოლოდ 60-ზე მეტ საქმეზე გავეცით რეკომენდაცია.
პრეზიდენტს გადაეგზავნება ჩვენს მიერ რეკომენდირებულთა სია და უახლოეს დღეებში პრეზიდენტი მოაწერს ხელს შეწყალებას და შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებენ მსჯავრდებულები“, - აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.