ჟისლენ დიუპონი და კლოდ ვერლონი – ფრანგული რადიოს France Internationale (RFI) ორი ჟურნალისტი მალიში, სავარაუდოდ, ალ–ქაიდას დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს.
ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ჟურნალისტები მალის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კიდალიიდან გაიტაცეს.
ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, ჟურნალისტები ოთხმა შეიარაღებულმა მამაკაცმა გაიტაცა. "როიტერის" ინფორმაცით, გატაცებამდე ჟურნალისტები ამბოხებული ტუარეგების წარმომადგენლისგან იღებდნენ ინტერვიუს.