
საქართველოს პრეზიდენტს ბაჩო ახალაიას შეწყალების თხოვნით, სავარაუდოდ, დაკავებულის დედა მიმართავს.
ახალაიას ადვოკატებმა დღეს ოჯახთან გაიარეს კონსულტაცია და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნა, შესაძლოა, დღესვე შევიდეს ადმინისტრაციაში.
ამასთან, ადვოკატები აცხადებენ, რომ თავად ბაჩო ახალაიას შეწყალების სურვილი არ გამოუთქვამს, რადგან თვლის, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ შეწყალების პროცესში პროკურატურა ვერ ჩაერევა.
„მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიმართოს თხოვნით, პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს. ვნახოთ, რა მოხდება – მოულოდნელი ამაში არაფერი იქნება და რა რეალობაც დადგება, იმ რეალობას მივიღებთ“, – აცხადებს მთავარი პროკურორი.