
პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი რაგბიში საქართველოს ცხრამეტ წლამდე ასაკის სარაგბო ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ლისაბონში, ეროვნულ სტადიონზე ქართველმა მორაგბეებმა ფინალში დამაჯერებლად დაამარცხეს ბელგიელი თანატოლები: 32:6 და ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლნენ. შეხვედრა თბილისის დროით ღამით, დაახლოებით 12 საათზე დასრულდა.