ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა 40 კგ ჰეროინი ამოიღეს , - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი დარგის სპეციალისტები მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების რეკომენდაციას მისცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 203 289-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
ბოლნისში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID 19-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსს კიდევ 228 ადამიანი ემხვერპლა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული დღიური სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 23 190 შეადგინა. ამასთან, ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 1 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 225 000-ს გადააჭარბა.
თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, COVID 19 კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ტესტირების ჩატარება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე განისაზღვრება.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, PCR დიაგნოსტიკით, მიზნობრივი ტესტირების შედეგად, უკვე 400-ზე მეტი პირია დიაგნოსტირებული და ყველასთან მიმართებით უარყოფითი შედეგია მიღებული.
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და“ ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრიან“.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.