
ყოფილი პოლიციელი - ზურაბ შონია დააყაჩაღეს საკუთარ სახლში გუშინ, რა დროსაც თავდამსხმელებმა შესაშინებლად იარაღი გამოიყენეს და შონისა და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.
თავდამსხმელები შონიასგან ძვირფას ნივთებსა და ფულს ითხოვდნენ, საბოლოოდ კი 200 ლარი და ორი ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ერთი სანადირო, მოვერცხლილი თოფი წაიღეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც შსს წალენჯიხის სამმართველო იძიებს.
"კურიერი"