-
2015-10-08 14:13
"რუსთავი-2" და "ტაბულა" იტყობინებიან, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში, სასტუმრო "რედისონთან" სროლის ხმა ისმოდა. "რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, ერთი პირი დაჭრილია. დეტალები ზუსტდება.
"ტაბულა" წერს, რომ თვითმხილველებმა შვიდიდან ათამდე (სხვადასხვა მონაცემებით) გასროლა დაითვალეს, "რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, სროლის პარალელურად, ახალგაზრდები გარბოდნენ. ინციდენტის დეტალები ცნობილი ჯერ არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილები შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტებით.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30