
ეროვნებით აზერბაიჯანელი ე.წ. კანონიერი ქურდი ზაურ შიპილოვი, იგივე "ზაურ ნახიჩევანელი" დააკავეს მოსკოვში, კრიმინალური ავტორიტეტების შეკრების დროს. ამის შესახებ რუსული პრესა იტყობინება.
რუსული მედიის ცნობით, "კანონიერი ქურდები" და კრიმინალური სამყაროს სხვა გავლენიანი პირები მოსკოვში შეიკრიბნენ, რათა გავლენის სფეროები გადაენაწილებინათ და იმ თანხის პრიორიტეტები განესაზღვრათ, რაც კომერსანტებისგან შემოდის. პოლიციამ სპეცრაზმთან ერთად აღკვეთა ეს ტავყრილობა და ოთხი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა, მათ შორის "კანონიერი ქურდი" მხოლოდ "ზაურ ნახიჩევანელია". მას სამაღთალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოუჩინეს.