
მედიასაშუალებებმა გაარკვიეს „ედინაია როსიას“ დეპუტატ რაისა კარმაზინას თანაშემწის, 36 წლის ივან რიაზანცევის სისხლიანი მკვლელობის დეტალები. შეგახსენებთ, რიაზანცევის ცხედარი ვლადიმირის ქუჩაზე მდებარე ბინაში მისმა ცოლმა აღმოაჩინა, რომელიც მეშვიდე თვის ორსულია.
მალე ცნობილი გახდა, რომ სავარაუდო მკვლელი - ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 25-27 წლის მამაკაცი რიაზანცევმა ინტერნეტით გაიცნო და შინ დაპატიჟა. მიპატიჟებულმა ბინაში სულ ერთ საათს დაჰყო, მაგრამ ამხნის განმავლობაში მამაკაცებმა გინება და ჩხუბიც მოასწრეს.
საქმეში ცივი იარაღიც ჩაერია - რიაზანცევი მუცელში და ზურგში დაჭრეს: მას, სავარაუდოდ, სხვადასხვა დანით, საერთო ჯამში, 33 ჭრილობა მიაყენეს. „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ იტყობინება, რომ რიაზანცევი თავს ბოლო წუთამდე იცავდა და ისიც კი მოასწრო, რომ თავდამსხმელისთვის ყური დაეზიანებინა.
ამის საფუძველს კონსიერჟის განმარტება იძლევა, რომელმაც სადარბაზოში ნახა კაპიუშონიანი ახალგაზრდა, ხოლო კაპიუშონიდან სისხლის წვეთავდა.
ცალკეული მედიასაშუალებები წერენ, რომ მკვლელი სოჭში ცხოვრობს და არა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ის დიდად არ იწუხებდა თავს შენიღბვით, რადგან მთელ ბინაში მისი თითის ანაბეჭდებია, ხოლო სათვალთვალო კამერებმა ასევე, დააფიქსირეს, თუმცა, ამ დრომდე დაკავებული არ არის.