საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბობგერასაიზოლაციო მასალათა ლაბორატორიის თანამშრომლები თამარ გოგიას იხსენებენ, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონების ავტორია.
მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკოსების, ასევე მხარდამჭერთა ჯგუფის მიერ შეგინის პუნქტზე გვარდიისა და მესაზღვრეების კორდონების გარღვევას და მესაზღვრეების არააგრესიულ წინააღმდეგობას სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ინტერნეტმომხმარებლები ეხმიანებიან.
"საზღვრის უკანონო გადაკვეთა. პირთა ჯგუფთან ერთად მესაზღვრეებზე თავდასხმა მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს", - ასეა კვალიფიცირებული უკრაინულ საიტ "მიროტვორეცზე" მიხეილ სააკაშვილის მონაცემები.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ვაჟი დავით ხარშილაძე წერს, რომ მართალია, ისევ "კუდში დაჰყვებიან", მაგრამ 37.000-მა პოლიცეილმა იცის, რომ მას არაფერი ჰქონია და ნარკოტიკი ჩაუდეს. დავით ხარშილაძე წერს, რომ ყველა წესიერი პოლიციელი მისი მეგობარია.
ჩეხეთში, ერთ-ერთ ავტობანზე გადაადგილებისას, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანის სალონში მყოფი ორი გოგოდან ერთი დაიღუპა ავარიის დროს, რომელიც "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში მოხდა.
აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გასული საუკუნის 90-იანი წლების პერიოდში არსებულ რეფლექსებს იხსენებს და წერს, რომ ისინი მეორდება.
გორის "დილის" ფეხბურთელი გიორგი თექთუმენიძე, რომელიც ოთხი თვის წინ ავტოავარიაში მოჰყვა და კომაში იმყოფებოდა, გრძნობაზე მოვიდა და გამომჯობინება მცირედ, მაგრამ მაინც დაეტყო.
ქუთაისში დაანონსებულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების იდეას, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააჟღერეს, სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოება და სოციალურ ქსელებში აქტიური პირები თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ და აფასებენ, რამდენად შეესაბამება რეალობას უნივერსიტეტთან დაკავშირებით დღეისათვის უკვე ცნობილი დეტალები.
"გმირი" კრიმინალები" - ასე ჰქვია სკანდალურ ფილმს, რომელიც ვიდეოპორტალ "იუთუბსა" და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ანოტაციის მიხედვით, ფილმში თავმოყრილია მამა შვილის - იური და ზურაბ ვაზაგაშვილების მამხილებელი მასალები.
"ფეისბუქზე" შექმნილი გვერდი "საქართველოს ერთგულების სახელით" 8 აგვისტოს, 13:00 საათზე, გორში, საქართველოსთვის ბრძოლებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ, წუთიერი დუმილის აქციას აანონსებს.