-
2016-08-06 12:05
"გმირი" კრიმინალები" - ასე ჰქვია სკანდალურ ფილმს, რომელიც ვიდეოპორტალ "იუთუბსა" და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ანოტაციის მიხედვით, ფილმში თავმოყრილია მამა შვილის - იური და ზურაბ ვაზაგაშვილების მამხილებელი მასალები.
ფილმში არის სკანდალური ვიდეო მასალები ზურაბ და იური ვაზაგაშვილების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. მოწოდებულ მასალაში ასახულია ვაზაგაშვილების მიერ სხვადასხვა დროს მოკლული და დაყაჩაღებული პირები.
"აგრეთვე დღეს თქვენ პირველად გაიგებთ, მათ მიერ დღემდე უცნობ სხვა ძალადობრივ ქმედებებს, რომლებსაც მამა-შვილი ვაზაგაშვილი 2006 წლამდე ახორციელებდა", - ნათქვამია ანოტაციაში.