
კოლუმბიის უნივერსისტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი იმედოვნებს, რომ 2015 წლის ნატო–ს სამიტზე საქართველო MAP–ს მიიღებს. ამის შესახებ ანალიტიკოსი უცხოურ მედიასთანსაუბრობს:
„საქართველო აღარ საჭიროებს მხარდაჭერის ნიშანსა და სიტყვებს, ახლა ისინი უკვე უსარგებლოა. ვგულისხმობ იმას, რომ სიტყვები უკეთესია, ვიდრე არაფერი, მაგრამ ნატო–ს ან საქართველოს საკუთარ რიგებში მიღება სურს, ან მასთან მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობა, მისი წევრობის საკითხის ღიად დატოვება და მხარდამჭერი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს სჭირდება „MAP“ – გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის სამიტზე წასვლის მთავარი მიზანი უნდა იყოს „MAP“–ის მიღება“ – აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.
ანალიტიკოსის აზრით, „სანამ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას ცდილობს, ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედების შანსები ძალიან მაღალია“.
„თუკი საქართველო ხვალ იტყვის, „ჩვენ არ გვინდა ნატო–ში გაწევრიანება“, ეს რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებს გააქრობს. არ ვფიქრობ, რომ საქართველომ ეს უნდა გააკეთოს. ჩემი რჩევაა ნატო–ს წევრებისთვის და დავარწმუნებდი მათ, რომ საქართველოს მისცენ „MAP“ – აცხადებს მიტჩელი.