კონსერვატორიის რექტორი: „დამეხმაროთ იქნებ ადამიანური სამუშაოს შოვნაში“

Image

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

 

„მეგობარო კაფეს/ბარის/გალერეის და ა.შ. პატრონებო და მათო მეგობრებო, ერთმა სტუდენტურმა ამბავმა შემძრა და ცხელ გულზე გწერთ თხოვნით:

 

ხომ არ გეგულებათ ისეთი სამუშაო სიტუაცია (ბარში ან კაფეში მიმტანი ან მსგავსი), რომ ერთმა ჩვენმა ძალიან კარგმა სტუდენტმა კვირაში რამდენიმე ღამე (!! საღამოს ათიდან დილის ათამდე !!!) არ ათიოს და ამ არაადამიანურ დატვირთვაში თვიურად მხოლოდ 250 ლარი არ ჰქონდეს გამომუშავება?

 

იქნებ გაიკითხოთ და რამე მირჩიოთ, თორემ: სხვაფრივ სრულიად ჩვეულებრივი და მისაღები რამ (სტუდენტი დღეში ორიოდე საათს მუშაობს მიმტანად კაფეში, რომ ცოტა ჯიბის ფული გამოიმუშავოს), აქ, ამ ჩვენს "მადლიან" ქვეყანაში, ისეთ არაადამიანურ სოციალურ სკანდალად გადაგვარდება ხოლმე - თმები ყალყზე დაგიდგება კაცს:

 

ყოველკვირეულად 3-4-12-საათიანი ღამისთევა და თვეში 250 (უკეთეს შემთხვევაში 300) ლარის აღება გასამრჯელოდ, აქედან 200 ლარის ბინის ქირაში ხარჯვა და შიმშილის და გაჭირვების ფონზე მეცადინეობა და მაინც საუკეთესოთა რიგში ყოფნა - პათეტიურად ჟღერს, მაგრამ ამის უკან რამხელა აღმაშფოთებელი უსამართლობა იმალება - დამეთანხმებით ალბათ.

 

ამიტომ, კაფეების და რესტორნების პატრონებო, ან კონსერვატორიის სხვაფრივ მეგობრებო, იმის მცოდნენო, რომ კონსერვატორია თვითონ ვერ იტვირთავს ამგვარ სოციალურ დახმარებას, დამეხმაროთ იქნებ, ან უფრო ადამიანური სამუშაოს შოვნაში, ან, სულაც იმგვარი დახმარებით, სამუდამოდ მადლობელი რომ იქნება ეს სტუდენტი, თქვენი დახმარებით რომ მიიღებს განათლებას…

 

ასეთები არიან, თავისი ქვეყნის საამაყო შვილები რომ ხდებიან მერე…“, - წერს რეზო კიკნაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !