გორის "დილის" ფეხბურთელი კომიდან გამოვიდა - ანი ღონღაძის მადლობა გულშემატკივრებს

Image

გორის "დილის" ფეხბურთელი გიორგი თექთუმენიძე, რომელიც ოთხი თვის წინ ავტოავარიაში მოჰყვა და კომაში იმყოფებოდა, გრძნობაზე მოვიდა და გამომჯობინება მცირედ, მაგრამ მაინც დაეტყო.

 

მისი მეუღლე ანი ღონღაძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და "ჩიორას"(ფეხბურთელის მეტსახელი, - რედ.) გულშემატკივრებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც მხარში დაუდგა, მადლობას უხდის. ანი ღონღაძე წერს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გიორგი საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს და ისეთივე გახდეს, როგორიც ოთხი თვის წინ იყო. 

 

"ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის! ოთხი თვის წინ ყველაზე რთული და საშინელი პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში.თან იმედი მქონდა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა,მაგრამ ხშირად მიქრებოდა ეს იმედი.არ მახსოვს პირველი რამოდენიმე დღე,არ მახსოვს ბევრი დეტალი,მაგრამ მახსოვს უამრავი ხალხი ჩემს გვერდით,რომლებიც უდიდეს სტიმულს მაძლევდნენ.ოთხი თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა,რომ ის შედეგი რაც ეხლა გვაქვს ძალიან კარგია,მაგრამ წინ კიდევ გვაქვს გასავლელი გზა,რომელსაც მე,ჩიორა და ჩემს გვერდით მყოფი ადამიანები,რომლებიც წუთითაც არ გვტოვებენ,ერთად გავივლით! შემიძლია ვთქვა,რომ ღმერთმა ყველაზე საყვარელი ადამიანი მეორედ მაჩუქა.

 

ჯერ კიდევ მაქვს იმის ძალა, რომ ამ ყველაფერს გავუძლო და ბოლომდე მივიდე,და ჩემი ბიჭი იყოს ისეთივე,როგორიც ოთხი თვის წინ იყო.უკვე ცდილობს ამ ყველაფერში თვითონაც დამეხმაროს და ერთად ყველაფერი გამოგვივა!!! ძალიან დიდი მადლობა ყველას: ჩემი ოჯახის წევრებს,ჩემს მეგობრებს,უცნობ ადამიანებს,რემლებმაც ჩვენი განსაცდელი გულთან ახლოს მიიტანეს(არ ჩამოვთვლი,ძალიან ბევრნი ხართ). ალბათ ამ თვეების განმავლობაში ძალიან გავიზარდე, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე,მაგრამ იმედს არ ვკარგავ,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება! ჩიორა ისეთი ადამიანია არ შეიძლება სხვანაირად მოხდეს!

 

ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა და ვერ ვპასუხობდი გასაგები მიზეზების გამო,მაგრამ დღეიდან შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩიორას მდგომარეობაზე.დიდი მადლობა ყველას!!! (უამრავი რაღაცის დაწერა მინდოდა,მაგრამ ბოლომდე არ გამომივა ამ ყველაფრის გადმოცემა,რასაც განვიცდი)", - წერს ანი ღონღაძე. 

 

 

11.jpg

 

maka1.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !