ტელეკომპანია GDS-ის მოთხოვნით, საიტებიდან adjaranet.com და imovies.ge მოხსნეს პოპულარული ამერიკული ფილმებისა და სერიალების ნაწილი. ამის შესახებ განმარტება და ჩამონათვალი "აჭარანეტზეა" გამოქვეყნებული.
ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი წერს, რომ ქართველი რეჟისორის ნანა მჭედლიძის დაკრძალვამ ქართული კინოსა და ინტელიგენციის წარმომადგენლების, ასევე ხელისუფალთა გარეშე ჩაიარა. ჟურნალისტი ნანა მჭედლიძის ფილმებში გადაღებულ მსახიობებსა და გარდაცვლილი რეჟისორის კოლეგებს აკრიტიკებს.
ანსამბლები "რუსთავი" და "ბანი" სამხრეთ რუსეთის ქალაქებში გასტროლებს გეგმავენ და ტურნეს ვლადიკავკაზიდან იწყებენ, რამაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და ოსი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ტურნეს აპროტესტებენ სოციალური ქსელების ქართულენოვანი მომხმარებლებიც.
"ფეისბუქზე" ახალგაზრდების ჯგუფმა შექმნა გვერდი, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იქნება ორიენტირებული, ასევე, მოქალაქეებს უფასო კონსულტაციას გაუწევს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მის კომპიუტერში უცხო პირებს აქვთ წვდომა, უთვალთვალებენ, უსმენენ და სხვ.
ფსიქოლოგი, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქში" წერს, რომ ვიღაც მის პროფილში შეღწევას ცდილობდა, თუმცა, ეს არ უკვირს იმასთან შედარებით, რაც ქვეყანაში ხდება. ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ "ორი კაცი უკვე სასიკვდილოდ გაიმეტეს", არჩევნებამდე კი კიდევ უფრო უარესს ელოდება.
დავით კოვზირიძე, ვისი პოსტებიც "ფეისბუქზე" საკმაოდ პოპულარულია, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კრებითად და სარკასტულად აფასებს და რიტორიკულ კითხვას სვამს:
ტვ "პირველის" გადაცემაში "რვიანი" მომღერალმა ირმა სოხაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის შესახებ საზოგადოების დაინტერესებაზე ისაუბრა და "ფეისბუქის" მომხმარებელთა რეაქციასაც შეეხო.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა "ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს და ადასტურებს, რომ მეუღლეს გაშორდა. უგულავა აღნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ სჩვევია, მაგრამ ამჯერად გამონაკლისს უშვებს, რათა თავიდან აიცილონ ბულვარული მითქმა-მოთქმა.
ბიზნესმენი მანანა ტრანკლე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და პირველი ქართული ჯინის შექმნის ისტორიას ჰყვება. როგორც ირკვევა, ჯინმა, რომელსაც "შხივანა" დაერქვა, უცხოელი და ქართველი სომელიეების აღტაცება გამოიწვია.
ვიდეოპორტალებზე პოპულარულია ვიდეო, სადაც გაწვრთნილი ძაღლი აგრესიულად რეაგირებს საფრთხეზე, რომელიც, შესაძლოა, მისი 5 წლის პატრონს დაემუქროს.