-
2017-09-11 01:53
მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკოსების, ასევე მხარდამჭერთა ჯგუფის მიერ შეგინის პუნქტზე გვარდიისა და მესაზღვრეების კორდონების გარღვევას და მესაზღვრეების არააგრესიულ წინააღმდეგობას სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ინტერნეტმომხმარებლები ეხმიანებიან.
მაგალითად, აიდერ იზით-ოღლი მუჟდაბაევი წერს, რომ მესაზღვრეები ადეკვატურად მოიქცნენ და მათ მადლობას უხდის:
"უკრაინელი მესაზღვრეების შეცოდება ან დამცირება არაა საჭირო. მესაზღვრეებს რომ ეგრძნოთ, რომ მათ მხარესაა კანონი, ზურგსუკან კი - ქვეყანა და ხალხი, დიახაც, დაიცავდნენ საზღვარს, სიცოცხლის ფასადაც კი.
მაგრამ მაშინ, როცა მათაც და ყველამ კარგად იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან არა ქვეყანა და ხალხი, არამედ ერთერთი მხარის პოლიტიკური ინტერესი არა საომარ(გარე), არამედ პოლიტიკურ (შიდა) კონფლიქტში, არაფერი მსგავსი არ გაუკეთებიათ.
საზღვარი გაარღვიეს არა რუსმა ოკუპანტებმა, არა ტერორისტებმა, არამედ ისევ მათიანებმა, უკრაინელებმა, რომლებიც აღშფოთებული იყვნენ, რადგან მათი ქვეყნის ინსტიტუტები ვიღაცების ინტერესებს ეწირება. სხვაგვარად რომ ვთქვა, ამ უკრაინელებმა უსამართლობა იგრძნეს.
და ეს უსამართლობა მესაზღვრეებმაც იგრძნეს, რადგან ისინიც ისეთივე უკრაინელები არიან, როგორებიც საზღვრის დამრღვევები. მადლობა მესაზღვრეებს, რომ ადეკვატურად მოიქცნენ და არ გახდნენ ინსტრუმენტები არა ქვეყნისა და ხალხის, არამედ პოლიტიკოსების ხელში, რომლებიც დღეს არიან და ხვალ - იცვლებიან", - წერს მუჟდაბაევი.