-
2017-07-22 15:04
ჟურნალისტ ელისო კილაძის ვაჟი დავით ხარშილაძე წერს, რომ მართალია, ისევ "კუდში დაჰყვებიან", მაგრამ 37.000-მა პოლიცეილმა იცის, რომ მას არაფერი ჰქონია და ნარკოტიკი ჩაუდეს. დავით ხარშილაძე წერს, რომ ყველა წესიერი პოლიციელი მისი მეგობარია.
"ცოტა ხანი #კუსტბაზე ავიარეთ ბავშვებმა,ჯერ ხო სიმწვანე მომენატრა,ფეხის სიარული და მერე #ხვოსტის შემოწმება მინდოდა მაინტერესებდა დამყვებიან თუ არა...
რათქმაუნდა დამყვებიან ! "არა ჩადებას" მაისურით ვმოძრაობ ! წამოსვლისას პატრულს მივესალმე საღამომშვიდობისათქო, მოვიდა ხელი ჩამომართვა გადამეხვია !
წონაში მოიმატეო,ყველაფერი კარგად იქნებაო,არაფერზე არ ინერვიულოო.. აი ესაა #ჩვენი #საქართველო <3 <3 ! 37000 წესიერმა პოლიციელმა იცის რო არაფერი მქონია და ნაგლად ჩამიდეს !!! #ყველა #წესიერი #პოლიციელი #ჩემი #მეგობარია !!", - წერს დათო ხარშილაძე.