ჩეხეთის ავტობანზე, Facebook-live-ს დროს მომხდარი ავარიისას, გოგონა დაიღუპა(ვიდეო)

Image

ჩეხეთში, ერთ-ერთ ავტობანზე გადაადგილებისას, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანის სალონში მყოფი ორი გოგოდან ერთი დაიღუპა ავარიის დროს, რომელიც "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში მოხდა.

 

ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. მასზე ჩანს ორი გოგო, რომელთაგან მძღოლის გვერდით მჯდომი "ფეისბუქის" ლაივის მეშვეობით მაყურებელს ესაუბრება.

 

საუბარში მძღოლიც ერთვება, რაც ყურადღების გაფანტვას იწვევს. ვიდეოზე ავარიის მომენტიცაა ასახული, თუმცა, არ ჩანს, რა დაბრკოლება შეხვდა ზაზე დიდი სიჩქარით მოძრავ მანქანას.

 

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მანქანა ავტობანზე 180 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ვიდეოს მიხედვით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, მართვა დაკარგა და კედელს შეეჯახა. ერთი გოგონა ადგილზე დაიღუპა, მეორემ კი თავის ქალის დახურული ტრავმა მიიღო და მძიმე მდგომარეობაშია. მანქანის სალონში დავარდნილ ტელეფონში "ფეისბუქის" ლაივი ავარიის შემდეგაც გრძელდებოდა.

 

"ფეისბუქის" ლაივის დროს ავარიის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ბევრ ქვეყანაში მართვის დროს პირდაპირი ეთერის ჩართვა აკრძალული არ არის, რადგან მძღოლის ხელები ამ დროს არაა დაკავებული, თუმცა, ის იძულებულია, ხშირად მოწყვიტოს თვალი გზას და ყურადღება ტელეფონზე გადაიტანოს, რაც არცთუ იშვიათად, ფატალური შედეგით სრულდება.

 

2017 წლის მარტში მსგავსი შემთხვევა რუსეთში, ყაზანთან მოხდა, როცა ფბ-ლაივის დროს გოგონა, რომელიც მანქანას მართავდა, საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადავიდა და ავტობუსს შეეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა, ავტობუსში კი ხუთი ადამიანი დაშავდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !