"რუსთავი-2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება "კურიერი 9 საათზე" საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის მელოდიით დაიწყო - ასე გამოუხატა თანადგომა კომპანიამ ფრანგ ხალხს.
მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე, ეხმიანება რა საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს, შეფასებებს "ფეისბუქზე" აკეთებს და წერს:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ შესაძლოა "რუსთავი 2" წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე დარჩეს და სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობა საფრთხის ქვეშ დადგეს.
მწერალი რუსა ამირეჯიბი თბილისის ერთერთ სკოლაში თავისი ფერადკანიანი შვილის მიმართ რასისტული გამოვლინების შესახებ ,,ფეისბუქის’’ პირად გვერდზე წერს.
"რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი არ ადასტურებენ "რ2"-ის ბაზაზე ახალი ტელეკომპანიის შესაძლო გახსნაზე გავრცელებულ ინფორმაციას. უდუმაშვილი "ლიბერალთან" ამბობს, რომ ეს მხოლოდ იუმორის დონეზე განიხილებოდა.
ინგა გრიგოლია ტვ "პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა. ინფორმაციას ადასტურებს როგორც "პირველის" ხელმძღვანელობა, ასევე თავად ჟურნალისტიც. ტვ "პირველი" ადრე "ტვ ს" სახელწოდებით მაუწყებლობდა.
"რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები ნეგატიურად აისახება საქართველოზე და მის საერთაშორისო იმიჯზე. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება,” - მიიჩნევს კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელსაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რამდენიმე დღის წინ უფლებამოსილება შეუჩერდა, შესაძლოა, ახალი ტელევიზია გახსნას. ამის შესახებ სტატიას "ნეტგაზეთი" აქვეყნებს, თუმცა დასძენს, რომ ამ საკითხზე თავად ნიკა გვარამიასთან დაკავშირება მათ ვერ შეძლეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, მას თამაზ ურთმელიძესთან ორი კითხვა ჰქონდა. კონკრეტულად- განხორციელდა თუ არა ზეწოლა მასზე და რატომ არ გამოქვეყნდა საქალაქო სასამართლოს მხრიდან განცხადება მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით.
"რუსთავი-2" ერთერთმა მფლობელმა გია ყარამანაშვილმა "პოსტსკრიპტუმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთხელ შესთავაზეს, წილები "რაღაც საბჭოსთვის" გადაეცა, რაზეც არ დათანხმდა.