ტომ დე ვაალი: "რუსთავი 2-ის საქმეში ივანიშვილის ფარულ ხელს ვხედავთ"

Image

"რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები ნეგატიურად აისახება საქართველოზე და მის საერთაშორისო იმიჯზე. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება,” - მიიჩნევს კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი.



 

მისი მოსაზრებები ამ საკითხზე jam-news.net-მა გამოაქვეყნა. 

 

“როდესაც სასამართლო ღამით იღებს გადაწყვეტილებას ისეთ რთულ საქმეზე, როგორიც ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლაა, ეჭვგარეშე ტოვებს “სატელეფონო მართლმსაჯულების” შთაბეჭდილებას და საკმაოდ საგანგაშოა,” - მიიჩნევს ექსპერტი.

 

დე ვაალის აზრით, მთელ რიგ საკითხებში, მაგალითად, როგორიცაა რუსთავი 2-ის საქმე ან სააკაშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ მოქმედებები, “ჩვენ ივანიშვილის ფარულ ხელს ვხედავთ”.

 

“როგორც ჩანს, ივანიშვილი კულისებიდან იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ბევრ პრობლემას ქმნის. არა იმიტომ, რომ ივანიშვილი სრულად აკონტროლებს ყველაფერს, არამედ იმიტომ, რომ პრემიერმინისტრს ეშინია გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. რეალურად, მთავრობაში ძალიან ცოტა ვინმე თუ იღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს პირადად. ამგვარად, ჩვენ მივიღეთ მთავრობა, რომელიც ერიდება საქმის კეთებას.მაგალითად, ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებითაც, როგორიც ეკონომიკის სფეროა", - ამბობს ექსპერტი.

 

დე ვაალი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია რიგითი მოქალაქეებისთვის კანონის უზენაესობის მიმართლებით. თუმცა, მისი აზრით, არსებობს ძალიან ბევრი ნიშანი, რომ ქვეყანაში "პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაა" მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის წევრების მიმართ, რაც ნაციონალური მოძრაობის განადგურების მცდელობას ჰგავს," - ამბობს ექსპერტი.

 

"ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. ქვეყანა მომავალზე უნდა ფიქრობდეს. თუმცა, ქართული ოცნების მთავრობა წარსულში "გაეჩხირა" - დღემდე სააკაშვილს ებრძვის, როგორც 2012 წელს," - აცხადებს ტომ დე ვაალი JAMnews-თან ინტერვიუში. 



მისი თქმით, დღეს საქართველო მთელ რეგიონში პლურალისტური მედია-გარემოთი გამოირჩევა და ეს მიღწევა, შესაძლოა, საფრთხოს ქვეშ დადგეს: "მე არ ვამბობ, რომ ჟურნალისტიკის ხარისხი ყოველთვის მაღალია, მაგრამ არის პოლიტიკური აზრის მრავალფეროვნება, რაც სხვადასხვა საკითხზე თავისუფალი, დემოკრატიული მსჯელობის შესაძლებლობას გულისხმობს.

 

თუ რუსთავი 2-ის ახალი მფლობელები სარედაქციო პოლიტიკას შეცვლიან, მაშინ შეიქმნება საფრთხე, რომ სატელევიზიო სივრცეში კვლევ ერთი პარტია იქნება დომინანტი, როგორც ეს 2007 წელს, იმედის მითვისების შემდეგ მოხდა. ტელესივრცეში არ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილი, რომლის რამდენიმე წევრი უკვე ციხეშია," - მიიჩნევს ექსპერტი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !