უკრაინის რადასთან არსებული ანტიკორუფციული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სახალხო დეპუტატმა უკრაინის უშიშროების თანამშრომელს თავში ფეხი ჩაარტყა.
ISIS-ს დაქვემდებარებული ერთერთი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მოწყობილობის ფოტო, რომელიც, შესაძლოა, სინაის თავზე ჩამოვარდნილ A321-ში აფეთქდა, რუსი ექსპერტების აზრით, 1999 წელს მოსკოვში „ჰატაბის“ მიერ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ ნაპოვნი მოწყობილობის იდენტურია.
5 წლის ბიჭუმამ თითქმის 20 წუთი გაატარა თეატრის სკამზე, დედის უსულო სხეულს შეფარებულმა მას შემდეგ, რაც „ბატაკლანში“ შეჭრილმა ჯიჰადისტებმა დედამისს ესროლეს.
„მონდის“ ჟურნალისტი თავისი ბინის ფანჯრიდან იღებდა პარიზის თეატრში დატრიალებული ტრაგედიის შედეგებს, როცა სახანძრო გასასვლელს უამრავი ადამიანი მოაწყდა მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა სროლა დაიწყეს.
1998 წელს გამოქვეყნებულ აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტურ წერილში "მთავარია დავიბრუნოთ ღირსება" განხილულია იმდროინდელი ვითარება რუსეთთან ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების კუთხით. მაშინ ბაქრაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები დღესაც აქტუალურია. "აფხაზეთის ხმა" წერილის ფრაგმენტს გთავაზობთ.
სპეციალისტები სწავლობენ იმ ფოტოს ნამდვილობას, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ეგვიპტეში რუსეთის მოქალაქეებით სავსე აირბუსი სწორედ ამ მოწყობილობით ააფეთქეს. ამ ფოტოსთან ერთად "ისლამურმა სახელმწიფომ" მგზავრთა პასპორტების ასლებიც გამოაქვეყნა.
თბილისის ნერის დავით ნარმანიას აზრით, ოპოზიციაში ისეთებიც არიან, რომლებისთვისაც ინფორმაციის მიწოდებას აზრი არა აქვს, რადგან ისინი "თეთრზე შავით საუბრობენ".
მსოფლიოს მასთაბით ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი 2014 წელს, წინა წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია - ტერორიზმს 32,6 ათასი ადამიანი შეეწირა.
"Apple City-ს პასუხი ერთ-ერთი კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ "ვაი კრეატიულ" ვიდეოზე" - ასეა დასათაურებული დღეს "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა, ინტერნეტმომხმარებლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ეს Apple City-ის კრეატივი და ექსკლუზივი არ არის.
რეპორტიორი აჰმედ აბუ ჰამზი და ერთერთი საველე მეთაური, ბოევიკი ინტერვიუს ჩაწერის დროს, პროვინცია ჰამაში მოულოდნელად ააფეთქეს.