"ვა, ზანგი ჩვენს სკოლაში?" - რუსა ამირეჯიბი 130-ე სკოლაში რასიზმის გამოვლინებაზე წერს

Image

მწერალი რუსა ამირეჯიბი თბილისის ერთერთ სკოლაში თავისი ფერადკანიანი შვილის მიმართ რასისტული გამოვლინების შესახებ ,,ფეისბუქის’’ პირად გვერდზე წერს.

 

,,ძირს - რასიზმი და დისკრიმინაცია!!!

 

რა უბედურება გვჭირს ქართველებს? იმდენი ჭკუა არ გაქვს, რომ რასისტობა დავმალოთ, სულ ამას უნდა გავიძახოდე ამ ქვეყანაში, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დაბალი დონის ტონია? 10 წელია დავბრუნდი და ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა.საქართველო - მოგმართავ - შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა ვერბალური თუ ფიზიკური - ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-ე საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ!

 

კანონი შემოიღეს, დიდი მადლობა, ჰოდა, გამოვიყენებ ამ კანონს, ვინმემ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მხოლოდ მე არ ვარ, ვისაც ფერადკანიანი ან თუნდაც სხვა ეროვნების შვილი ჰყავს, ამოიღეთ ხმა!!!!!!!!!!

 

მითხარით, რა, 130-ე სკოლის დირექტორი და მასწავლებლები არ ითვლებიან რასისტებად, როცა ჩემს შვილს ადანაშაულებენ აქეთ, როცა კლასელმა გული ატკინა და შეურაცხყოფა მიაყენა თავისი კანის ფერი გამო? აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო და ა.შ.

 

არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო, ყველა მიმის ეცა, მე მსგავსი არაფერი მინახავს. სამი სკოლა გამოვუცვალე, ხან რომელი მასწავლებელი ამოიჩემებდა, ხან რომელი, ხან რომელი მოსწავლე მიაძახებდა სასწაულებს. რცხვენოდეს ყველა ასეთ პედაგოგს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანს, ასეთი მსოფლმხედველობისა და აზროვნების ადამიანმა ჩემს შვილს ან თქვენს შვილებს რა უნდა ასწავლოს?

 

მაინც არ მეგონა, პედაგოგებთან თუ მექნებოდა კონფლიქტი ამის გამო. ველოდებოი, რომ შეწუხდებოდნენ და იმ ბავშვს დაარიგებდნენ ჩემ თვალწინ, მე ბოდიშს მომიხდიდნენ, 5 მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს!!!!!!!!!!!!!!!!

 

პირველად რომ შევიდა მიმი სკოლაში, სპორტის მასწავლებელმა - ზანგი ჩვენს სკოლაშო? გაიკვირვა!

 

დანადვილებით ვიცი, დღევანდელი ინციდენტის გამო, ამოიჩემებენ როგორც სხვა სკოლებში მიმის, აღარც ნიშანს დაუწერენ რაც ეკუთვნის და ხელსაც შეუშლიან. 5 ქალი მანდატურის ჩათვლით - მეცა ყელში, ვიმეორებ, იმის ნაცვლად შერცხვენოდათ და თავი ჩაეღუნათ, მიმის ეჩხუბებოდნენ,ქართულის მასწავლებელმა მაკამ, მე ეგ თემა არ მეხებაო ასე გამომიცხადა როგორც კი დაველაპარაკე..აი, მითხარით, რა, არ ვუჩივლო 130-ე სკოლას დისკრიმინაციის ნიადაგზე?

 

დამრიგებელმა კი მაგის გვერდით ბავშვს ლანძღვდნენ, ანუ ჩემსას და ხმა არ ამოიღო და აქეთ მიმის აბრალებდა, მაგისი ბრალიაო, იმ ბიჭს ზურგზე ხელს უთათუნებდა, ნუ ყვირიხართო, 5 ქალი მექცა, არც მეყვირა?

 

ჰოდა, აი ეხლა რომ ვუჩვლებ, სამაგალითო იქნება ეს ყველასთვის, რომ ნებისმიერ არაქართველ ბავშვს შიშით შეურაცხჰყოფა აღარავინ მიაყენოს და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ასეთი ბავშვი უნდა დაიცვან და არა მიზეზების შეთითხვნა დაიწყონ.. ბოლო ჩემი სიტვები იყო, ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის-მეთქი! აქეთ ბოდიშს ითხოვდნენ.

 

არ დავტოვებ მე ამას ასე, ყელში ამომივიდა, მორჩა! მხოლოდ მანდატური ახალგაზრდა ამამაკაცი იყო, რომელიც შეწუხდა, ცდილობა, ქალები გაეჩუმებაინა, გარეთ გამომყვა, იდგა დარცხვენილი.

 

აღარავის ვაპატიებ ჩემი შვილის გულის ტკენას! მორჩა! აღარ გავჩუმდები!’’ - წერს რუსა ამირეჯიბი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !