"რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელობა: "ვმუშაობთ "რუსთავი-2"-ში და ვაპირებთ "რუსთავი-2-ში მუშაობას"

Image

"რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი არ ადასტურებენ "რ2"-ის ბაზაზე ახალი ტელეკომპანიის შესაძლო გახსნაზე გავრცელებულ ინფორმაციას. უდუმაშვილი "ლიბერალთან" ამბობს, რომ ეს მხოლოდ იუმორის დონეზე განიხილებოდა.

 

„რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ახალი არხის შექმნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს იდეა მხოლოდ იუმორის დონეზე განიხილებოდა.

 

„როცა პრემიერმა გვირჩია, გახსენით „რუსთავი 5-ო", იუმორის დონეზე განიხილებოდა, ასე ვთქვათ. ახალი არხის გახსნა სერიოზულად არ განიხილება", - უთხრა უდუმაშვილმა „ლიბერალს".

 

დირექტორის მოადგილე ამ საკითხს ვერც გია ყარამანიშვილის მიერ „პოსკრიპტუმში" გაკეთებულ განაცხადებასთან აკავშირებს, რომ ძმები ყარამანიშვილები მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ „რუსთავი 2-ის" გაყიდვასა და ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავდნენ. 

 

ახალი ტელეარხის შექმნის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" არც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა დაუდასტურა:

 

„ჩვენ ვმუშაობთ „რუსთავი 2-ში" და ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ „რუსთავი 2-ში".  ვგულისხმობ იმ ადამიანებს,  იმ კოლექტივს, ვისთან ერთადაც ვარ. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ლაფერაშვილი. 

 

"ლიბერალი"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !