
ინგა გრიგოლია ტვ "პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა. ინფორმაციას ადასტურებს როგორც "პირველის" ხელმძღვანელობა, ასევე თავად ჟურნალისტიც. ტვ "პირველი" ადრე "ტვ ს" სახელწოდებით მაუწყებლობდა.
ტვ "პირველზე" დღესდღეობით უკვე არსებობს ერთი სატელევიზიო თოქშოუ, რომელსაც ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია უძღვებიან, ხოლო იანვრიდან მას კიდევ ერთი გადაცემა დაემატება.
ინგა გრიგოლია წერს:
"დღეიდან ვმუშაობ ტელეკომპანია ,,პირველში,,...და იანვრიდან მოვამზადებ ჩემს ახალ საავტორო გადაცემას,რომელიც იქნება პოლიტიკური ,თუმცა მინდა ეს იყოს სრულიად განსხვავებული ფორმატი იმისგან,რაც აქამდე მიკეთებია..
მიყვარხართ მე თქვენ და იმედს ვიტოვებ,რომ ეს ახალგაზრდა ტელეკომპანია ძალიან მალე იტყვის თავის სათქმელს...ისედაც,ყოველ საღამოს რვა საათზე მე ვიყავი იმ პოლიტიკური თოქ-შოუს მაყურებელი,რომელიც მიჰყავთ ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილს და მიხარია, რომ დღეიდან მეც მათთან ერთად გავხდი იმ თავისუფალი სივრცისა და გუნდის წევრი,რომელსაც ტელეკომპანია ,,პირველი" ჰქვია".