
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, მას თამაზ ურთმელიძესთან ორი კითხვა ჰქონდა. კონკრეტულად- განხორციელდა თუ არა ზეწოლა მასზე და რატომ არ გამოქვეყნდა საქალაქო სასამართლოს მხრიდან განცხადება მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს უმაღლეს სხდომაზე არ გამოცხადდა და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი დაბარება სასამართლოს რეპუტაციას ლახავდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით კი, ურთმელიძე საბჭოს სხდომაზე მიწვეული იყო არა ანგარიშის ჩასაბარებლად, არამედ "რუსთავი 2"-ის საქმესთან საზოგადოების მაღალი ინტერესის არსებობის გამო.