-
2016-05-21 15:45
"აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს დეპეშის ასლი, რომელიც ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზოარიას ოჯახმა ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.
"შეძრწუნებული ვარ ამ საზარელი მკვლელობის გამო და მთელი გულით გიცხადებთ თანაგრძნობას. შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცე ის ტკივილი, რომელსაც გიგას მკვლელობის გამო განვიცდი. რუსეთის იმპერიის არაადამიანობას კიდევ ერთი უდანაშაულო ქართველი შეეწირა.
ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს!
მე გაძლევთ პირობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი აღარ ეწირებოდეს რუსეთის იმპერიალისტური სახელმწიფოს ბოროტებას. ვიდგები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რომ ჩვენს სამშობლოში აღარ იყოს ოკუპაცია და გიგას შვილებმა იცხოვრონ დამოუკიდებელ საქართველოში.
ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი!
გულითადი პატივისცემით - მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნულია დეპეშაში.
