კორცხელის ინციდენტში მონაწილეობისთვის თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა

Image

თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს ის, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე.

 

”ორიოდე თვის წინ მისმა გამარჯვებამ და MMA წესებით ორთაბრძოლასა და გრამპლინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ ყველა აღგვაფრთოვანა. თავდაცვის სამინისტრომ წარმატებული სამხედრო მოსამსახურის საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად სპეციალური რეპორტაჟიც კი მოამზადა.
 

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ინციდენტი, ძალადობის ფაქტი, რომელიც ქვეყანაში ხდება. ორმაგად სამწუხაროა, თუკი ამ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურე ფიგურირებს.
 

თავდაცვის სამინისტრო არ არის უწყება, რომელიც მსგავს შემთხვევებში პირის ბრალეულობის საკითხს დაადგენს, შესაბამისი გადაწყვეტილებები ჯერ საგამოძიებო ორგანოების, შემდეგ კი სასამართლოს კომპეტენციაა. თუმცა, შეიარაღებულ ძალებს თავისი წესები, დისციპლინა და ნორმატიული ფუნდამენტი აქვს, რომელიც, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურში მტკიცე დისციპლინასა და განსაკუთრებით მაღალ სტანდარტებს ეფუძნება.
 

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურის ქცევა თავსებადი იყო ჯარისკაცის დისციპლინის და ღირსეული საქციელის შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულ წესებთან. შესაბამისად, პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან.
 

ამასთანავე, სრული კატეგორიულობით ვაცხადებ: არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას და ღირსების შელახვას.
ქართული ჯარი ქართული სახელმწიფოს ყველაზე უფრო ნათელი და საიმედო ბურჯია. ქართულ ჯარში მსახურობენ წესიერი, სხვისი თავისუფლების პატივისმცემელი პროფესიონალები. ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე.
 

ყველა ჩვენგანის და ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ვალია, უპირველეს ყოვლისა, გავუფრთხილდე შეიარაღებული ძალების სახელს და რეპუტაციას”, - ნათქვამია თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !