შვიდასკომლიანი სოფლიდან ერთ ოჯახში შეყვანილი ბუნებრივი აირი კახა კალაძემ საზეიმოდ აანთო

Image

ენეგრეტიკის მინისტრმა „სოკარ ჯორჯიას“ პრეზიდენტთან ერთად 3 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: ჭოგნარსა და ტოლებში ბუნებრივი აირის შეყვანა დაანონსა და ტოლებში, ერთ-ერთ ოჯახში შეყვანილი ბუნებრივი აირი საზეიმოდ აანთო. 

 

„2016 წლის 3 ივნისს, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა, საზეიმოდ გახსნეს სამტრედიის რიონის სოფელ ჭოგნარსა და სოფელ ტოლებში გაზგამანაწილებელი ქსელები, რომელთა მშენებლობაც ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

 

ახალი გაზსადენის საშუალებით, ქსელზე მიერთებას შეძლებს 316 პოტენციური აბონენტი, მათ შორის: სოფელ ჭოგნარში -- 163 ოჯახი, რომელთაგანაც 63 ოჯახი უკვე მიერთებულია ქსელზე, ხოლო სოფელ ტოლებში -- 153 ოჯახი, რომელთა ქსელზე მიერთებაც უკვე დაიწყო“, - აღნიშნულია „ფეისბუქზე“ „სოკარ ჯორჯიას“ ოფიციალურ გვერდზე. იქვე განთავსებულია ფოტოებიც.

 

როგორც „აფხაზეთის ხმისთვის“ სოფელ ტოლებში მცხოვრები ლ.გ.-სგან გახდა ცნობილი, სინამდვილეში, 3 ივნისს, როცა კახა კალაძე სოფელში ჩავიდა, ბუნებრივი აირი მხოლოდ ერთ მოსახლეს ჰქონდა შეყვანილი.

 

ოფოიციალური მონაცემებით, სოფელ ტოლებში 700 კომლი ცხოვრობს. ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი აქ სამი წლის წინ დაიწყო და ამ დროისთვის სოფლის ცენტრში მიყვანილ გამანაწილებელზე მიერთება მხოლოდ 153 ოჯახისთვისაა შესაძლებელი, აქედან კი, ბუნებრივი აირის შეყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას ის მხოლოდ ერთ ოჯახში იყო შეყვანილი, რომელსაც ესტუმრნენ კიდეც საქართველოს ვიცეპრემიერი და „სოკარ ჯორჯიას“ პრეზიდენტი.

 

ფოტოები ენმ-ს სამტრედიის ორგანიზაციის გვერდზე, „ფეისბუქზე“ გავრცელდა, რასაც კრიტიკული კომენტარები მოჰყვა თავად ამ სოფელში მცხოვრებთაგანაც. მაგალითად, თეონა ეცადეიშვილი წერს:

 

„ამ სოფელში ვცხოვრებ მე, რა ფარისევლები ხართ, იწერთ ქულებს წინა საარჩევნოდ. გაზი არ შემოუყვანიათ და სირცხვილი მაგ ოჯახს ვინ მაგ ფარსში იმონაწილევა და ხვალიდან ისევ დასატენი გაზის ბალონებით გააკეთებს სადილს. ამაზრზენია ეს ყველაფერი როცა სულ რაღაც 2 კილომეტრში აი ამ ოჯახიდან, ქვიშა მიაქვთ მდინარე ხევისწყალიდან და მოსახლეობას ღობეებთან აგლეჯენ მიწას.

 

ზამთარში კიდე ვინ იცის როგორ გადაურჩება წვიმებს ჩემი და არამარტო ჩემი სახლ-კარი. ბრავო, კალაძეს გზად სხვა პრობლემებზეც შეევლო ჯობდა და ვინმე მაინც ჩავიდეს და ნახოს ნამდვილად არის თუ არა სოფელ ტოლებში დღეს ბუნებრივი აირი...“

 

kaladze.jpg

kaladze1.jpg

kaladze3.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !