-
2016-05-29 11:46
ხადის ხეობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "2030"-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე დაიღუპა. ინფორმაციას 2030news ავრცელებს. ზვიად თხელიძის ცხედარი გამთენიისას მაშველებმა იპოვეს.
ზვიად თხელიძე ხადის ხეობაში გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
საზოგადოება ზვიად თხელიძეს საავტორო რეპორტაჟებითაც იცნობს, რომლებიც "ჯიდიესზე" გადიოდა. ერთერთი ასეთი რტეპორტაჟი მან ჩერნობილიდან გააკეთა.
"აფხაზეთის ხმა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს ზვიადის ოჯახსა და ახლობლებს.
