ზურაბ ჯაფარიძის "პასუხის პასუხი" შემოსავლების სამსახურს

Image

დღეს, 11 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება   რომელშიც „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარისგან შემოსავლების სამსახურთან მიმართებაში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

 

კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ, არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა შემოსავლების სამსახური ბიზნესის მიმართ უხეში და კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების გამო, ამ უწყების მიერ კომპანიების ანგარიშების გაყინვისა და ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის შემთხვევებში.

 

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ასეთი ქმედებები განპირობებულია იმით, რომ შემოსავლების სამსახურის მიზანია მოახდინოს ბიუჯეტში შემოსავლების ნებისმიერი გზით მობილიზება, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ასეთ ქმედებებს ცალსახად მოჰყვება ბიზნესის შეჩერება, სამუშაო ადგილების დაკარგვა და ზოგადად, ქვეყნის იმიჯის გაუარესება ბიზნეს-კლიმატის თვალსაზრისით.

 

დღევანდელ განცხადებაში შემოსავლების სამსახური ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს ბრალდებები აცდენილია რეალობას და უწყება მოქმედებს მკაცრად კანონის ფარგლებში.

 

ძალიან სამწუხაროა, რომ ფინანსთა სამინისტრო არსებული სერიოზული პრობლემისთვის თვალის გასწორების ნაცვლად, კიდევ ერთხელ ცდილობს რეალობა ნათელ ფერებში დახატოს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც სახარბიელო მდგომარეობაში ისედაც არ არის.

 

ჩვენი ინფორმაციით:

 

- 2015 წელს, ჯამში, საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა კომპანიების დაახლოებით 3,250 საბანკო ანგარიშის გაყინვა!

 

- აქედან დაახლოებით 1,720 ანგარიშს (53%-ს, ნახევარზე მეტს!) ინკასო რამდენიმე კვირასა თუ თვეში იმ მიზეზით მოეხსნა, რომ ანგარიშის გაყინვის საფუძველი არ არსებობდა!

 

- ამ 1,700-დან დაახლოებით 60 ანგარიშს ინკასო მოეხსნა პირდაპირ მინისტრის ბრძანებით, რადგან კომპანიებმა ვერ შეძლეს სხვაგვარად სასურველი და სამართლიანი შედეგის მიღწევა!

 

- ჯამში, ამ ქმედებებით ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებულია მხოლოდ და მხოლოდ 40 მილიონამდე ლარი;

 

- დღემდე გაყინული რჩება კომპანიების დაახლოებით 1,000 საბანკო ანგარიში, საიდანაც ბიჯეტში შეიძლება შევიდეს მაქსიმუმ 100 მილიონი ლარი;

 

- ანუ, მაქსიმუმ 140 მილიონი ლარის გამო, რაც წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.5%-იც კი არ არის, შემოსავლების სამსახური, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, აჩერებს ათასობით კომპანიას, კლავს სამუშაო ადგილებს და ანადგურებს ქვეყნის იმიჯს!
და ბოლოს - „კანონმდებლობის მიხედვით“ მოქმედება „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩისთვის“ არგუმენტი არ არის. შემოსავლების სამსახურს შევახსენებთ, რომ მონებით ვაჭრობა, აპარტეიდი, ხმის უფლების არ არსებობა ქალებისთვის და ჰოლოკოსტიც „კანონმდებლობის მიხედვით“ ხდებოდა.

 

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !