
ცნობილი რუსი იუმორისტის სემენ სლეპაკოვის პაროდია, რომელიც რუსეთის ზოგიერთ ქალაქს აშარჟებდა, Comedy Club-ში ვერ მოხვდა - ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" წერდა.
პაროდია რუსეთის ზოგიერთ ქალაქზე სლეპაკოვმა მამაკაცის მონოლოგზე ააწყო, რომელიც პარტნიორ ქალს პარიზში ჩასვლის და "მერე თუნდაც სიკვდილის" ნაცვლად რუსეთში უფრო იაფად "ბარემ სიკვდილს" სთავაზობს.
ძირითადად, სლეპაკოვმა რუსეთის პერიფერიის ქალაქები გააშარჟა. მაგალითად, ქალაქ ტვერზე ის ამბობს, რომ იქ ჩამსვლელის წინაშე "ჯოჯოხეთის კარები იღება", ხოლო ქალაქ ვიატკაზე ხუმრობს, რომ იქ ჩასული, ქრთამსაც კი გადაიხდი ევთანაზიისთვის.
სლეპაკოვის ამ სიმღერის გავრცელებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მომღერალი ზოგმა სითამამისთვის შეაქო, ხოლო ზოგმა პატრიოტიზმი დაუწუნა.