-
2016-06-24 18:18
28 ივნისს 19:00 სთ-ზე " ვაჟა-ფშაველას" სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ბოშები“ ნ.დუმბაძის მოთხრობების მიხედვით. სპექტაკლში მონაწილეობას ღებულობს "აზდაკის ბაღის“ დასის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მოხალისე მსახიობები . რეჟისორი და იდეის ავტორი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი გახლავთ.
სპექტაკლი ტარდება ქ. თელავის მერიის, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრისა და ორგანიზაცია : ა (ა) იპ "ახალგაზრდობა სოციალური თანაასწორობისთვის" მხარდაჭერით.
ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი არის მსახიობი და ასევე დგამს სპექტაკლებს. 7 წლის მანძილზე იგი მუშაობს, როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან.
ასეთი ტიპის ღონისძიებები ჩვენი ქალაქისთვის იშვიათობას წარმოადგენს. საზოგადოების ჩართულობა და მისი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.


