ომის მიზეზების შემსწავლელმა კომისიამ 2008 წელს რუსეთის არმიის ჩადენილი დანაშაული ვერ აღმოაჩინა

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს წინაშე დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გავლით აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს და ამასთან, ოსური და აფხაზური პასპორტების ვალიდურობაც აღიარა.

>>>

გიგი უგულავა: დაკავების ბრძანება ივანიშვილმა ძილისპირულის წინ გასცა

დილის დაკავებების შემდეგ ჩვენ გვქონდა კონსულტაცია იურისტებთან და გადაწყდა, რომ უკანონოდ დაკავებულებს სარჩელი შეეტენათ სასამართლოში და განცხადება პროკურატურაში, საღამოს კი მათ ოჯახებში შეუვარდნენ და ხელახლა დააკავეს.

>>>

დეპუტატი უარყოფს, რომ კუდ-ის ყოფილი უფროსი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას სთხოვდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა უარყოფს, რომ კუდ-ის ყოფილი უფროსი მას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას აიძულებდა.

>>>

რადიო „აფხაზეთის ხმის“ გამოხმაურება „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ დაიბეჭდა ინტერვიუ რეჟისორ ზაზა სვანაძესთან, სადაც რესპოდენტი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბრალდებებს უყენებს სამაუწყებლო კომპანიას და ამასთან, ფაქტობრივად, მსმენელის მოტყუებაში ადანაშაულებს.

>>>

თევდორაძე: ბოკერიამ მითხრა, პატიმართა რიცხვი 24 ათასამდე უნდა ავიდეს, ფულს მერე მოგვცემენო

უფლებადამცველი ელენე თევდორაძე „საქართველო და მსოფლიოსთან“ სკანდალურ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2006 წელს, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებას იქ გიგა ბოკერიას მისვლა უძღოდა წინ, ხოლო სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებთან დაკავშირებით ამბობს, რომ დანაშაული სისტემური იყო.

>>>

ნატოს გენმდივანი მავთულხლართებზე, მერაბიშვილზე, მუქარის ვიდეოებზე და რუსეთის პოზიციაზე

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „რუსთავი2“-თან საუბარში დიცსა და დვანში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესზე, თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეომუქარაზე, ვანო მერაბიშვილის დაკავებასა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ რუსეთის პოზიციაზე ისაუბრა.

>>>

Forbes-ის სტატია ივანიშვილზე: "გაკვეთილი კრემლინოლოგიაში"

"გაკვეთილი კრემლინოლოგიაში", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Forbes მელიკ კაილანის სტატიას, რომელიც საქართველოსა და პრემიერ ივანიშვილს ეხება.

>>>

ხუბუტია: ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრნი ჩამოვალთ, სფეროებს გადავინაწილებთ

მოსკოვში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნების მერე ჩადებს ინვესტიციებს საქართველოში და კიდევ უამრავია, ვინც ჩამოვა, რათა სფეროები გადაინაწილოს და „ისტორიულ სამშობლოს მიხედოს“.

>>>

პრეზიდენტის ბრალდებებს კუდ-ის ყოფილი უფროსის ლევან ქარდავას ადვოკატი პასუხობს

კუდ-ის ყოფილი უფროსის ლევან ქარდავას ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის „აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ბრალდებები, მაშინ როცა პროკურატურას ლევან ქარდავასთვის საპროცესო გარიგებაც კი არ გაუფორმებია“.

>>>

შს მინისტრი: არაა გამორიცხული, მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს

ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში არსებულ ფარული ჩანაწერების გამო პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს  ბრალი დაუმძიმდეს. 

>>>

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6190
0.0169
100
RUB
 - 
4.1656
0.0022
1
USD
 - 
3.0729
0.0010