იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 236 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 236 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 315 შეადგინა.

>>>

ეკატერინე ტიკარაძე - როდესაც დღის წესრიგში დადგება განვიხილოთ თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ

როდესაც დადგება დღის წესრიგში განვიხილოთ ის, თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

გია ვოლსკი - უსაფუძვლოა საუბარი, რომ პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციისთვის უნდა ოპოზიციას პრემიერის მოსვლა პარლამენტში - მათ უნდათ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები მიუთითებს იმაზე, რომ მათ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარება „მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სურთ“.

>>>

პრეზიდენტმა და ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

>>>

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია, რომელთაგან დღეს ეპიდემიოლოგების ყველაზე დიდი ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზეა მიპყრობილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია, რომელთაგან დღეს ეპიდემიოლოგების ყველაზე დიდი ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზეა მიპყრობილი. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ რეგიონში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 198 შემთხვევაა, რის გამოც შემუშავებულია რეგიონის მხარდაჭერის გეგმა და იქ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

>>>

კახეთში სასწრაფოს ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით ინფიცირებულად ითვლებოდა, PCR ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით კოვიდინფიცირებულად ითვლებოდა, PCR ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.

>>>

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სულ რეგისტრირებული შემთხვევებიდან 82% არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, 18% ფასდება, როგორც მძიმე ან კრიტიკული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 80 შეფასებულია როგორც საშუალო სიმძიმის, 25 - კრიტიკული, 25-დან 9 კი ლეტალურადაა დასრულებული. მისი თქმით, პროცენტებში 18% ფასდება როგორც მძიმე ან კრიტიკული და მათგან 1.5%-ია ლეტალურად დასრულებული.

>>>

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კოროზირებული ჭურვი იპოვეს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კოროზირებული ჭურვი სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.

>>>

თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარიას კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტში მობრძანებას - არ მოსვლის შემთხვევაში, პრემიერი გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება

ინტერპრელაციის წესით პარლამენტში არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება და არმოსვლის შემთხვევაში, გახარია იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივილეგირებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ, მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინტერპელაციის წესით დაბარების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში არ წარდგება, ის კონსტიტუციას დაარღვევს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !