
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 236 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 315 შეადგინა.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1 075 ადამიანი დაავადდა და შემთხვევების საერთო რიცხვმა 213 013 შეადგინა.
ამჟამად იტალიაში მკურნალობას გადის 100 000-მდე პირი. მათგან 1 500-მდე პაციენტის, ანუ 1%-ის მდგომარეობა მძიმეა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში,იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. იტალია, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი - მეორეზე.