თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარიას კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტში მობრძანებას - არ მოსვლის შემთხვევაში, პრემიერი გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება

Image

ინტერპრელაციის წესით პარლამენტში არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება და არმოსვლის შემთხვევაში, გახარია იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივილეგირებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ, მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინტერპელაციის წესით დაბარების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში არ წარდგება, ის კონსტიტუციას დაარღვევს.

 

„Covid19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოში უკიდურესი სიღარიბე, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ე.წ. დახმარების პაკეტიდან, რომელიც სინამდვილეში პარტაქტივის დაფინანსების და მათთან აფილირებულ ბიზნესებში შერჩევითად ფულის ჩასხმის სქემაა, დღემდე რატომ 1 თეთრი არ მისულა საქართველოს მოქალაქემდე. ამ ე. წ. გეგმაში რატომ არ არის არეცერთი თეთრი გათვალისწინებული პენსიონერებზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ამ პანდემიის დროს? რატომ არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული 600 000 თვითდასაქმებულზე, ან 165 000 სოციალურად დაუცველზე, ან 100 000-მდე შშმ პირზე, ან დევნილებზე? ამ პარლამენტში ულუკმაპუროდ სახლში დარჩენილი ადამიანების ხმა არ ისმის. ეს პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, გააუქმა. იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გიორგი გახარიას გავაგონოთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, მას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. გახსოვთ, რომ ორჯერ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გიორგი გახარია პარლამენტში არ მობრძანდა, მან გამოაგზავნა საკუთარი წარმომადგენელი. ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტში მობრძანებას და იმ შეკითხვებზე პასუხის პირადად გაცემას, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება და არმოსვლის შემთხვევაში გახარია იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივილეგირებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ, მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 

 
 
 
 
თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !