ბოჭორიშვილის კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზით 67 ადამიანი მკურნალობს, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზით 67 პაციენტი მკურნალობს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა კვირაზე მეტია კვლავ მძიმეა, 11 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.

>>>

მარინა ეზუგბაია - 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომელსაც აქვს მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პაციენტი ინფექციურში მოთავსებული სხვა პაციენტის კონტაქტია და მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.

>>>

სამშენებლო სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს 5 მაისიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცათ

ხვალიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება.

>>>

პრემიერი - ვიბრძვით ორ ფრონტზე და დროთა განმავლობაში, მეორე ფრონტის - ეკონომიკის აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში

საქართველოს მთავრობა მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

>>>

ლევან რატიანი - ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია, გაეწერა 13 წლის ბავშვი, რომელიც 24 დღის განმავლობაში იწვა

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 13 წლის მოზარდი გაეწერება, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა 12-მა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დატოვა და ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 593-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 4-ით გაიზარდა და 593 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5028 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537 პირი.

>>>

მეუფე იობი სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე - სინოდმა რატომ უნდა განიხილოს? მამა დავითს მღვდელმოქმედება უკვე ავუკრძალე მე და ეს არის სასჯელი

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) განცხადებით, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების საკითხი სი

>>>

ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !