-
2020-05-05 20:28
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 80 შეფასებულია როგორც საშუალო სიმძიმის, 25 - კრიტიკული, 25-დან 9 კი ლეტალურადაა დასრულებული. მისი თქმით, პროცენტებში 18% ფასდება როგორც მძიმე ან კრიტიკული და მათგან 1.5%-ია ლეტალურად დასრულებული.
“ჩვენი ქვეყნის მონაცემების მიხედვით, 82% არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით მიმავალი დაავადებები, სულ რეგსტრირებული შემთხვევებიდან სადღაც 18% ფასდება, როგორც მძიმე ან კრიტიკული და 1.5%-ია ლეტალური, იმ კრიტიკული შემთხვევებიდან 9 არის ლეტალურად დასრულებული”, - განაცხადა ზახაშვილმა.