ლევან რატიანი - ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს

ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში არ გვყოლია. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

>>>

საგარეო უწყება - 5 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 9 630

5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად 9 630 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 604 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500 პირი.

>>>

გორში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა

გორში ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. უხვი ნალექის გამო ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ნიაღვრები წარმოიშვა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სალომე ზურაბიშვილმა 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური დაუფინანსა

,,სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად, 12 792 ლარით დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

>>>

დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელი - ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ტალღა იკლებს

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ტალღა იკლებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეა ამონმა განაცხადა.

>>>

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო, ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული

პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპსა და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს ხდებოდა ჩვეულებრივ სიტუაციაში, როცა არ იყო საგანგებო მდგომარეობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას.

>>>

„უკრაინსკაია პრავდა“ - მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში მიიღებს თანამდებობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეში უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

>>>

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2095 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2095 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2095 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1923 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0172 შეადგინა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !