მიკროავტობუსის მძღოლები, ტაქსის მძღოლების მსგავსად, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაზარალებულ ტაქსის მძღოლებსა და მიკროავტობუსის მძღოლებს 300-ლარიანი დახმარების შეღავათი შეეხებათ.

>>>

ლევან რატიანი - მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

>>>

სერგი კაპანაძე - Freedom House-ის ანგარიში ხელისუფლებისთვის განაჩენია

Freedom House-ის ანგარიში, რომელშიც საქართველოს რეიტინგი კიდევ გაუარესებულია, პირდაპირ არის განაჩენი ხელისუფლებისთვის - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

>>>

მეუფე იაკობი - სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები?

სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ყველას მადლობა გადაუხადა გამოჩენილი თავდადებისთვის და შექმნილ ვითარებაში სინოდის ერთიანობას გაუსვა ხაზი.

>>>

ბოჭორიშვილის კლინიკას თეთრიწყაროს კარანტინის ზონიდან 3 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 69 პაციენტი მკურნალობს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკას გუშინ სამი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია. სამივე პაციენტი თეთრიწყაროს კარანტინის ზონიდანაა გადმოყვანილი.

>>>

მარინა ეზუგბაია - კვლავ ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, პროგნოზს ჯერჯერობით ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არანაირი სტაბილიზაცია არ გვაქვს, გაუმჯობესებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 ზუგდიდის, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, 269 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 505 პირი.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6-ით გაიზარდა და 610 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 505 პირი.

>>>

10 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !