
ბოლო 24 საათში, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 80 ფაქტი გამოვლინდა
- 2020-05-08 13:57
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, პოლიციამ 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.