კახეთის რწმუნებულის ინფორმაციით, საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა და მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

>>>

ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას.

>>>

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, დანიშვნის თაობაზე საუბარია პრეზიდენტის 169/2020 ბრძანებაში „რეფორმების ეროვნული საბჭოს საკითხები და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ხელი 7 მაისს მოაწერა.

Freedom House - მართალია, სასამართლო სისტემა დიდი ხანია რაც საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემური ნაწილი იყო, თუმცა რიგმა სადავო სასამართლო საქმეებმა უფრო დაამძიმა ისედაც დაძაბული ვითარება

მართალია სასამართლო სისტემა დიდი ხანია რაც საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემური ნაწილი იყო, თუმცა დაპატიმრებებმა და მთელმა რიგმა სადავო სასამართლო საქმეებმა 2019 წელსა და 2020 წლის დასაწყისში კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც დაძაბული ვითარება,- ამის შესახებ Freedom House-ის ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

>>>

სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 2782-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

>>>

საბერძნეთიდან საქართველოს185 მოქალაქე დაბრუნდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით, რომლის მეშვეობით სამშობლოს დაუბრუნდა საქართველოს 185 მოქალაქე. ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

>>>

რუსეთში 24 საათში კორონავირუსის 10559 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 86 ადამიანი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 165929-ს მიაღწია, - ამის შესახებ რუსეთის კორონავირუსის კრიზისის რეაგირების ცენტრი იუწყება.

>>>

აჭარაში მეექვსე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარაში მეექვსე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

>>>

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 88 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 88 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

>>>

თბილისის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს

დედაქალაქის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !