ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ.
"პატრიოტთა ალიანსი" დედაქალაქის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილს ასახლებს და საარჩევნო კამპანიის პარალელურად, საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და მესაზღვრეები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სპეცოპერაციის ფარგლებში მანქანების საბარგულში მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი, უკრაინაში მოხვედრას სწორედ ამ გზით დააპირებდა.
რუსუდან კიკალეიშვილი აქვეყნებს პოლონეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლის, სეიმის წევრისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის მალგოჟეტა გოშევსკას ჩანაწერს, რომელიც მან პირად გვერდზე გაასაჯაროვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ტყუილად გაუხარდათ და რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის სასიამოვნო ამბები აწი იწყება. ამის შესახებ სააკაშვილმა "კურიერში" ისაუბრა.
საზოგადოება "ივერიის" წევრი დავით ნებიერიძე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ყველასთვის შეუმჩნევლად, რუსულ ტექნიკას სომხეთისკენ დერეფანი გაუმზადა, როცა კაზრეთიდან გუგუთამდე(სომხეთის საზღვრამდე) ბეტონის საფარიანი გზაა ააშენა.
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1600-მეტრიანი მონაკვეთი ოკუპირებულია და მას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს.
გორის რაიონის სოფელ ყარაფილას გადასახვევთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, საიდანაც საოკუპაციო ბანერამდე დაახლოებით 400 მეტრია, აქცია "ფრთხილად, ოკუპანტი!" 29 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მძაფრ განცხადებას ავრცელებს რუსეთის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სიტუაციის ესკალაციის გამო. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:
მოძრაობა "ძალა ერთობაშია", რომელიც ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დავით ქაცარავას ინიციატივით დაარსდა, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ 25 ივლისიდან მოხალისეთა მონიტორინგს იწყებს.